ევროკავშირი

ევროკავშირი
• ევროპის კავშირი შეიქმნა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (მაასტრიხტის ხელშეკრულება) საფუძველზე. მის ჩამოყალიბებამდე არსებობდა სამი განსხვავებული ევროპული თანამეგობრობა: ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ამჟამად ევროპული თანამეგობრობა), ევროპის ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა. ჩამოყალიბების შემდგომი წლების განმავლობაში, ეს ორგანიზაციები (განსაკუთრებით ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა) იყენებდნენ ადამიანის უფლებებს თავისი იურსიდიქციის ფარგლებში. თავდაპირველი სამი თანამეგობრობა წარმოადგენს ახალი ევროკავშირის საყრდენს. ევროპული თანამეგობრობის კანონმდებლობა, როგორც ასეთი, ეხება მხოლოდ საბჭოს ამ საფუძველს. (დანარჩენ ორ საყრდენს წარმოადგენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა სფეროებში). 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულებამ შესწორება შეიტანა ამ დანაყოფებში და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ადამიანის უფლებათა დაცვას ევროპის კავშირში. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არის ევროპის საბჭოს წევრი და ემორჩილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირობებს. აღორძინება ომისშემდგომ პერიოდში. ამ დოკუმენტებში არ მოიხსენიებოდა ადამიანის უფლებები. თანამეგობრობათა დამაარსებლები ფიქრობდნენ, რომ ეკონომიური ინტეგრირება არ მოახდენდა უარყოფით ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე და, უფრო მეტიც, მის წინამორბედ ევროპის საბჭოს თავის დღის წესრიგის პირველ საკითხად დასმული ექნებოდა ადამიანის უფლებათა დაცვა, რაც, თავისთავად, თანამეგობრობებს გაათავისუფლებდა ამ საკითხებზე ფიქრის საჭიროებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოსთან შეერთებას განიხილავდა, როგორც წინ გადაგმულ ნაბიჯს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ. 2004 წლის მაისში ევროკავშირის წევრების რაოდენობა 15-დან 25-მდე გაიზარდა – ახალი სახელმწიფოები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდანაა.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
• ევროკავშირში შედის 15 წევრი სახელმწიფო: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, გარკვეულ სფეროებში გააერთიანონ თავიანთი სუვერენიტეტი და რესურსები; პოლიტიკას ამ სფეროებში ატარებენ ევროპული თანამეგობრობის ინსტიტუტები. თანამეგობრობის ძირითად პოლიტიკურ ინსტიტუტებს ეკუთვნის მინისტრთა საბჭო, გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილებით აღჭურვილი, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარი ორგანო, ევროკომისია, მთავარი აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც აქვს, და პირდაპირი გზით არჩეული ევროპარლამენტი. ევროკავშირი სათავეს იღებს რამდენიმე ხელშეკრულებიდან, რომელთა უმთავრესი მიზანია ომისშემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა და ეკონომიკური ინტეგრაციის მეშევეობით წევრი ქვეყნების ერთობლივი განვითარება.
Source: რას წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ?: ევროკავშირსა და საქართველოს შორის 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმების მოკლე მიმოხილვა - [თბ., 2000]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "ევროკავშირი" в других словарях:

  • ტერორიზმი — • 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს… …   Georgian encyclopedia

  • პანევროპული მოძრაობა — დააარსა 1923 წელს ავსტრიელმა რიხარდ კუდენხოვ კალერგიმ. 1926 წელს მან მოახერხა ერთად შეეკრიბა ევროპის სხვადასხვა გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურები პირველ პანევროპულ კონგრესზე ვენაში. აღნიშნულ კონგრესამდე, ევროპა, როგორც პოლიტიკური კონცეფცია, არ… …   Georgian encyclopedia

  • GATT — • ტარიფებისა და ვაჭრობის ძირითადი ხელშეკრულება. Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი ნანა ჯაფარიძე ჭყოიძისა მე 2… …   Georgian encyclopedia

  • ICC — • საერთაშორისო სისხლის სამართლის რომის სტატუტი. Source: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები / ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ; [ინგლ. თარგმნა: ხათუნა ახობაძე და სხვ. ; შეადგინა და გამოსაც. მოამზადა: ია ვერულაშვილი და სხვ. ; რედ.: ია… …   Georgian encyclopedia

  • BOMCA — • შუა აზიაში საზღვრის მართვის ევროკომისიის პროგრამა Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ ში, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, ფონდის… …   Georgian encyclopedia

  • ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის — 2006 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ბილატერალურ შეთანხმებას ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის”. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ძირითადი სფეროები, რომლის ფარგლებში მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველო და… …   Georgian encyclopedia

  • TRACECA — • 1993 წელს ქ. ბრიუსელში ევროკომისიის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის შემუშავებულ იქნა რეგიონული პროგრამა TRACECA და მის მიზნებად ტრანსპორტის… …   Georgian encyclopedia

  • WHO — • World Health Organization Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 საქართველოში საინფორმაციო და… …   Georgian encyclopedia

  • EASA — ევროპის საჰაერო უსაფრთხოების სააგენტო Source: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა ევროკავშირი საქართველო / [ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში] [თბ., 2008 …   Georgian encyclopedia

  • EUPM — ევროკავშირის საპოლიციო მისია Source: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა ევროკავშირი საქართველო / [ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში] [თბ., 2008 …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»